თურქეთის ქალაქ ბოდრუმის რამდენიმე რაიონში 40-გრადუსიანი სიცხის ფონზე ასფალტის საფარი დნება. ამის შესახებ ტელეკომპანია TGRT Haber იტყობინება.
„ჩრდილში დაფიქსირებულმა ყველაზე მაღალმა ტემპერატურამ ბოდრუმის ზოგიერთ რაიონში 44 გრადუსს მიაღწია. ცხელი ამინდის გამო ასფალტის დნობა დაფიქსირდა კუმკოის, პინარლიბელენისა და ეტრიმის რაიონების სოფლებში“, - ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ გამდნარმა ასფალტის საფარმა მძღოლებს დისკომფორტი შეუქმნა.
სინოპტიკოსების ცნობით, მომავალ კვირას ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.