სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა იემენის ქალაქ ჰოდეიდას პორტთან „ჰუსიტების“ სამიზნეებზე ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ტელეკომპანია Al-Masirah 21 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჯანდაცვის სამინისტრო: ჰოდეიდაში ისრაელის აგრესიის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაიჭრა 87 ადამიანი“, - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად 80 ადამიანი დაშავდა.
შაბათს, 20 ივლისს, ისრაელმა იემენში შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰუდაიდაზე დარტყმები განახორციელა.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ჰუსიტები“ ჰოდეიდას პორტს ირანისგან იარაღის მისაღებად იყენებენ.
ისრაელის პრემიერის განცხადებით, დარტყმა იემენში მდებარე ალ-ჰუდაიდას პორტზე, რომელსაც „ჰუსიტები“ იარაღის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, იყო პირდაპირი პასუხი თელ ავივზე „ჰუსიტების“ მიერ დრონით მიტანილ იერიშზე.