ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებში ორშაბათს დილით გაემგზავრება, ხოლო პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა 23 ივლისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს შუადღისას შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, ამიტომ პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაფრინდება ხვალ დილით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.