ესპანეთის პოლიციამ 20 ივლისს განაცხადა, რომ დააკავა სამი პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ მონაწილეობა პრორუსული დაჯგუფების კიბერთავდასხმაში, რომელიც მიმართული იყო ესპანეთის და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისა და სტრატეგიული სექტორის წინააღმდეგ. იუწყება Reuters
როგორც პოლიციაში აცხადებენ, კიბერთავდასხმები მიმართული იყო უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სამთავრობო სექტორში საჯარო და კერძო ორგანიზაციების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სერვისების წინააღმდეგ.
დანაშაული უკავშირდება თავდასხმების სერიას.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები კიბერშეტევებს ახორციელებდნენ საჯარო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ.