აშშ-ის დემოკრატმა კონგრესმენმა მარკ ტაკანომ ღიად მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, უარი თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმებზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ, რადგან პარტიის შიგნით ჰარისის კანდიდატურის მზარდი მხარდაჭერის ფონზე.
"ჯო, მე მიყვარხარ და პატივს გცემ. თუმცა, ფსონები ახლა ძალიან მაღალია წაგებისთვის. დროა ჩირაღდანი გადასცე კამალას", - თქვა კალიფორნიის კონგრესმენმა გავრცელებულ განცხადებაში.
CNN დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარტიაში იზრდება ჰარისის მხარდაჭერა, როგორც ყველაზე შესაფერისი კანდიდატის თუ ბაიდენი დატოვებს საპრეზიდენტო რბოლას დატოვებს.იუწყებიან, რომ ბაიდენის ჰარისით ჩანაცვლების იდეის მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ პარტიაში რომელიმე სხვა სერიოზული კონკურენტი ჰარისის კანდიდატურას კონკურენცის ვერ გაუწევს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს შორის იზრდება მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იძულებული გახდება ამ კვირის ბოლოს საპრეზიდენტო რბოლა დატოვოს