შაბათს, 20 ივლისს, ისრაელმა იემენში შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰუდაიდაზე დარტყმები განახორციელა.
როგორც CNN იუწყება, იემენელმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა ისრაელი დაადანაშაულეს დასავლეთის საპორტო ქალაქზე თავდასხმების სერიაში, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივზე თავდასხამზეპასუხისმგებლობა აიღეს.
ტელეკომპანია ალ-მასირა“, რომელსაც ჰუსიტები აკონტროლებენ, ინფორმაციას ავრცელებს, რომ შაბათს ჰუდაიდაში საჰაერო თავდასხმები მიმართული იყო ნავთობის ობიექტებზე, მათივე ცნობებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელმა დაარტყა იემენს. პარასკევს, 19 ივლისს თელ-ავივზე მომხდარი თავდასხმის საპასუხოს, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 10 კი დაშავდა.
Al Arabiya-მ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ იემენის პორტში, ჰუდაიდაში, საწვავის საცავსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა ერთობლივად განხორციელდა ისრაელის, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ.
ასევე იუწყებიან, რომ თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო ისრაელის 12-მა თვითმფრინავმა, მათ შორის F-35-ს ტიპის გამანადგურებლებმა.
თუმცა The Times of Israel წერს, რომ ისრაელის მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო Walla-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის გამანადგურებელმა დამოუკიდებლად განახორციელეს დარტყმები იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰუდაიდაზე.
მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმადაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ განახორციელა საჰაერო თავდასხმები იემენში.
„მოიერიშე გამანადგურებლებმა დაარტყეს ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ობიექტებს იემენში, ჰუდაიდას პორტის რაიონში, ბოლო თვეებში, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ასობით შეტევის საპასუხოდ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.