სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილებოდა ტრამპის ვიზიტი უკრაინაში, თუმცა კონკრეტულზე დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ნიკიფროვმა აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ორივე მხარის პრინციპული თანხმობა შეხვედრაზე.
“ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან და გაამართლონ პუტინის ქმედებები, რა თქმა უნდა, ის ჩვეულებრივი მკვლელია.
ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, რომ არ დაიჯეროთ „ყალბი ამბები“, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება შეიძლება სასარგებლო იყოს რუსეთისთვის.
და ნამდვილად, ასე ვიტყვით: დაფიქსირდა ორივე მხარის პრინციპული თანხმობა შეხვედრაზე. განხილულ იქნა დროის გარკვეული მონაკვეთი, თუ როდის უნდა შედგეს ეს შეხვედრა, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ამაზე უკვე იმუშავებენ გუნდები და შეათანხმებენ გრაფიკებს, დეტალებს, როდის იქნება ეს შესაძლებელი“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.