თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი, ენათმეცნიერი ირინა ფარიონი ლვოვში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა, მაქსიმ კოზიცკიმ დაწერა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად ფარიონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"გულწრფელად ვიზიარებ ნათესავების, ახლობლებისა და მოწაფეების მწუხარებას". - დაწერა კოზიცკიმ Telegram-ის არხზე.
ასევე ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ განაცხადა რომ ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ცნობილი გახდა, რომ ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო... უკარინაში აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი. მკვლელი უნდა ვიპოვოთ. შემკვეთიც უნდა ვიცოდეთ და მან პასუხი სრულად უნდა აგოს". " - თქვა სადოვოიმ.
60 წლის ფარიონს 18 ივლისის საღამოს ლვოვში, მის სახლთან ახლოს ესროლეს. ის თავის არეში პისტოლეტით მძიმედ იყო დაჭრილი და კომაში იმყოფებოდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მიამალა.ირინა ფარიონი 2012-2014 წლებში იყო უმაღლესი რადას დეპუტატი პარტია „სვობოდადან’. მან არაერთხელ მიიქცია მედიის ყურადღება თავისი პრინციპული განცხადებებით. კერძოდ, იგი მხარს უჭერდა უკრაინაში რუსულის, როგორც ოკუპანტის ენის, მინიმუმამდე გამოყენებას.