ლვოვში უცნობმა პირმა რადას ყოფილ დეპუტატს ირინა ფარიონს ესროლა. ამის შესახებ ლვოვის ოლქის პოლიციამ განაცხადა. დამნაშავეების დასაკავებლად საპოლიციო ოპერაცია მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, პოლიტიკოსი რეანიმაციაშია, ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
ირინა ფარიონის მკვლელობის მცდელობა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაგმო. „ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს, თითოეულმა, ვინც დამნაშავეა ამ თავდასხმაში პასუხი უნდა აგოს, “, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ თავდასხმა განზრახ მკვლელობის მცდელობაა.
ირინა ფარიონი 2012-2014 წლებში იყო უმაღლესი რადას დეპუტატი პარტია „სვობოდადან’. მან არაერთხელ მიიქცია მედიის ყურადღება თავისი პრინციპული განცხადებებით. კერძოდ, იგი მხარს უჭერდა უკრაინაში რუსულის, როგორც ოკუპანტის ენის, მინიმუმამდე გამოყენებას.