ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ The Telegraph წერს.
როგორც ჰილიმ თქვა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფლებას მისცემს გამოიყენოს Storm Shadow-ის რაკეტები თავდაცვითი თავდასხმებისთვის რუსეთის სამიზნეებზე.
მანმდე გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ნება დართო კიევს გამოიყენოს Storm Shadows-ის რაკეტები სამიზნეების წინააღმდეგ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იარაღს, რათა დაიცვას სუვერენული ქვეყანა და ეს არ უშლის ხელს მათ დარტყმას რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში“, - განმარტა ჰილიმ.
შეკითხვაზე, შეუძლიათუ არა უკრაინას დაარტყას იმ ადგილას, საიდანაც რუსული რაკეტები მოფრინავს, მინისტრმა თქვა, რომ „ეს კომპლექსური საკითხებია“ და ხაზგასმით აღნიშნა რომ ის „საჯაროდ არ განიხილავს მსგავსი საკითხების დეტალებს“.
„ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან ინტენსიურ დისკუსიებს უკრაინელებთან, რადგან ჩვენ, როგორც ქვეყანას, გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას მათი თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.