სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. პროკურატურა მისთვის უფრო დიდ სასჯელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. იუწყება BBC.
ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობაში ედება ბრალი. ეფ-ეს-ბეს განცხადებით, ჟურნალისტი დააკავეს "საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას", ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი "მასალებით ხელში დაიჭირეს".
ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.
ევან გერშოკოვიჩი 2023 წლის ცხრა მარტს ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჟურნალისტმა აშშ-ის დავალებით, შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.