ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია, თვლის, რომ საქართველოზე უნდა ილაპარაკოს, - ამის შესახებ TV იმედის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემგააკრიტიკა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ:
გარკვეული მიკრო-საქართველო აქვს შექმნილი ზოგიერთ დონორს, ის ორგანიზაციები, რომლებსაც აფინანსებენ, მათი ფოკუს ჯგუფი არის, ასე ვთქვათ. ეს ფოკუს ჯგუფი არის მათი საქართველო, ჩვენ, დანარჩენი 4 მილიონი, არ ვარსებობთ მათ თვალში. ამ დონეზე მიდის, რომ ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან უცხოელი აქტორები.
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რომ ქართველმა ხალხმა უთხრას უცხოელ აქტორებს, რა არის მათი ნება.
რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, გაერკვა საქართველოში და საქართველოზე უნდა ილაპარაკოს," - ამბობს პაპუაშვილი.