ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით ხელახლა აირჩია.
ფონ დერ ლაიენის დანიშვნას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 401-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო 284, თავი შეიკავა 15-მა ევროდეპუტატმა, ხოლო კიდევ შვიდი ხმა ბათილად იქნა ცნობილი. ხელახლა არჩევისთვის ევროკომისიის ხელმძღვანელს სულ მცირე 361 ხმა უნდა მიეღო.