რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მოადგა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
‘ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას, უკრაინა ყოველდღე არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ ევროპელი ხალხის დასაცავადაც იბრძვის. კონტინენტზე, სადაც, თავისუფლებაში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში ჩვენი რწმენა რთულად მოვიპოვეთ და ახლა სურს, რომ მშვიდობით იარსებოს. ამიტომ, პრეზიდენტო ზელენსკი, ამ ღირებულებების დაცვაში თქვენს ბრძოლას კიდევ ერთხელ მივესალმები და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თქვენს გვერდით იქამდე ვიდგებით, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პირველ რიგში უკრაინას გამოვუცხადოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და გავერთიანდეთ იმ ღირებულებების მიღმა, რომელსაც ასე ვაფასებთ და დავუპირისპირდეთ და დავამარცხოთ აგრესია ჩვენს კონტინენტზე ერთად, რადგან რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მოადგა. ბევრმა ჩვენგანმა დაინახა თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე. ადამიანები ჩვენს ქუჩებში გახდნენ სამიზნე, სამხედრო თვითმფრინავები ჩვენს სივრცეში შემოდის. მოლდოვასა და დასავლეთ ბანკანეთში კი საფრთხე უფრო აშკარაა", - განაცხადა კირ სტარმერმა.