ესტონეთმა, ლატვიისა და ლიეტუვის შემდეგ, ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა ესტონეთმაც აკრძალა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები ესტონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ვერ გადაკვეთენ, მფლობელის ან მომხმარებლის ესტონეთში ან ევროკავშირში ყოფნის მიზეზების მიუხედავად .
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გამკაცრებასთან, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ევროკავშირში ბელარუსული ნომრებით მანქანების იმპორტის აკრძალვას.