აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ნაშუადღევს მას COVID-19დაუდასტურდა, თუმცა თავს კარგად გრძნობს.
ამის შესახებ ის X-ზე წერს.
მან მადლობა გადაუხადა ყველას კეთილი სურვილებისთვის
”მე ვიქნები იზოლაციაში, სანამ არ გამოვჯანმრთელდები და ამ დროის განმავლობაში გავაგრძელებ მუშაობას ამერიკელი ხალხისთვის", - თქვა ბაიდენმა.