აშშ-ის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები 12 აგვისტოს გაიმართება. დათანხმდა. იუწყება CNN.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი დებატებს უკვე დათანხმდა.
როგორც ბაიდენის საარჩევნო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, CBS News-დან თარიღთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღეს და დათანხმდნენ დებატების 12 აგვისტოს გამართვას.
„ახლა, როდესაც ტრამპმა აირჩია ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, დათანხმდნენ დებატების გამართვას ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსა და სენატორ ვენსს შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.