ევროპული საბჭო სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 22 ივლისს მიიღებს, ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არმან იეგოიანი წერს.
"სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის დახმარების მიწოდების საკითხები ევროკავშირის საბჭოს (მინისტრთა საბჭოს) საგარეო საქმეთა საბჭოს 22 ივლისის დღის წესრიგშია შეტანილი. ორივე ამ საკითხზე გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ამ დღეს იქნება მიღებული", - წერს იეგოიანი.