საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს პირი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმებს გეგმავდა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა განაცხადა. იუწყება Reuters
"ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც დააკავეს ულტრამემარჯვენეების წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების ჩადენაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის." , - დაწერა დარმანინმა X-ზე.