ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
შეკრებილები ე.წ. დეპუტატების ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა მათ ეს მოთხოვნები უგულებელყვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აფხაზეთის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე შეტაკება მოხდა ე.წ. სამართალდამცველებთან.
„აფხაზი ხალხის გარეშე დღეს ცდილობენ მიიღონ კანონი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ ადგილობრივი ტელეგრამის არხებთან საუბარში.
ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.