უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 95 სამხედრო დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი ხალხის სამშობლოში დაბრუნებას ვაგრძელებთ. კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა რუსეთის ტყვეობიდან. ისენი უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის სამხედროები და მესაზღვრეები არიან.
მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, რომელიც ჩართული იყო გაცვლასთან დაკავშირებით, მადლობა არაბეთის გაერთიანებული საამიროებს შუამავლობისთვის. რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც შეიძლება იყოს ტყვეობაში. ჩვენ ყველა უნდა დავაბრუნოთ“, - წერს ზელენსკი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნებს შორის ტყვეების გაცვლა 95-95 წესით მოხდა, ხოლო შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.