ამერიკაში დააკავეს ნეონაცისტური დაჯგუფების - მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერი, საქართველოს მოქალაქე, მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელსაც ბრალად ედება სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის ქმედებები.
მას წაუყენეს 4 ბრალი, მათ შორის სიძულვილის დანაშაულის გაღვივებასა და მასობრივი ძალადობის ქმედებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ საუბარია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ბრალდებული ცდილობდა დაექირავებინა სხვა პირები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად მისი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად. მისი მიზანი იყო სიძულვილის, შიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.
ჩხიკვიშვილი, ცნობილია, როგორც "მეთაური ყასაბი", „ყასაბი“და "მიშკა", ის 20 წლისაა.
აშშ-ს გენერალური პროკურატურის მიხედვით, ჩხიკვიშვილმა "მასობრივი მსხვერპლის ღონისძიების" დაგეგმვა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო. ის თავდასხმას ქალაქ ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს გეგმავდა.
"გეგმა მოიცავდა პიროვნების სანტა კლაუსად გადაცმას და საწამლავში ამოვლებული კანფეტების რასობრივი უმცირესობებისთვისა და ბავშვებისთვის გადაცემას ბრუკლინის ებრაულ სკოლაში." – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, ჩხიკვიშვილმა შეადგინა ინსტრუქცია სქემის განსახორციელებლად და გაუზიარა FBI-ის შენიღბულ თანამშრომელს, რომელიც თანამზრახველი ეგონა, დეტალური სახელმძღვანელოები სასიკვდილო საწამლავების შესახებ.
დეპარტამენტის ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა იქნებოდა 2011 წელს, ნორვეგიაში, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილ თავდასხმაზე დიდი, რომელმაც 77 ადამიანი იმსხვერპლა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.