კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. „საქართველოს მელიორაციის’’ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სარწყავ სისტემაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ სამთაწყაროს, დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ვენახების მორწყვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყლის მიყვანა თავად უწევდათ. დღეს კი, წყლის დანაკარგის გარეშე რამდენიმე ფერმერი ერთდროულად რწყავს ვენახს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 11 გამანაწილებელზე, ლითონის მილით, 24,5 კმ დახურული სარწყავი ქსელი, წყალგამშვებები, წყალაღების წერტილები და ჰიდრანტები ჭებით მოეწყო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 4.5 მლნ ლარი.
სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.