ილონ მასკმა, კალიფორნიაში სკოლებში ლგბტ მოსწავლეების დაცვის შეხახებ კანონის მიღების გამო, X-ისა და SpaceX-ის სათაო ოფისები კალიფორნიიდან ტეხასში გადაიტანა.
"ეს ბოლო წვეთია. ამ კანონის და მრავალი სხვა კანონის გამო, რომლებიც მიმართულია როგორც ოჯახების, ასევე კომპანიების წინააღმდეგ, SpaceX გადაიტანს თავის შტაბ-ბინას კალიფორნიის ქალაქ ჰოთორნიდან ტეხასის შტატის სტარბეიზში", - წერს მასკი X-ში.
გარდა ამისა, მილიარდერის თქმით, „დაიღალა მოძალადე ნარკომანთა ბანდებისგნ თავის არიდებით შენობაში {ოფისის} შესვლისას და გასვლისას“.
მანამდე მასკმა უკვე გადაიტანა Tesla-ს სათაო ოფისი ტეხასში. მასკის განცხადებით, კალიფორნიაში კომპანიის შესაძლებლობები ოპერაციების გაფართოების შესახებ შეზღუდული იყო.
15 ივლისს კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქ+ მოსწავლეების დაცვას სკოლების მიერ მათი სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან გენდერული გამოხატვის გამჟღავნებისგან, მათ შორის ბავშვის მშობლებისთვის.
მასწავლებლებს აღარ მოეთხოვებათ აცნობონ მშობლებს, თუ მათ შვილს სურს სკოლაში ტრანსგენდერად იდენტიფიცირება.
კანონი ასევე უკრძალავს სკოლებს გაატარონ ე.წ. აუთინგის („აუთინგი“ გულისხმობს სხვისი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, როცა ის ადამიანი ჯერ კიდევ არ არის „დაქამინგაუთებული“). პოლიტიკა და იცავს მასწავლებლებს და სკოლის სხვა პერსონალს საპასუხო ზომებისგან, თუ ისინი უარს იტყვიან ასეთ პოლიტიკაზე.