მედიის ცნობით, საბერძნეთი გეგმავს ძველი F-16 Block-30-ის ტიპის 32 გამანადგურებელი უკრაინას გადასცეს.
საბერძნეთის საჰაერო ძალები გეგმავს F-16-ის ტიპის 82 გამანადგურებლის მოდერნიზებას Block-70-მდე და მეოთხე თაობის Rafale-ის 24 გამანადგურებლის შეძენას საფრანგეთიდან.
აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა ასევე უფლება მისცა საბერძნეთს შეეძინა 40-მდე მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი.
წყაროების თამახმად, საბერძნეთი უკრაინისთვის გამოყოფილ თვითმფრინავებს შეერთებულ შტატებში გადაიტანს, სადაც მათი მოდერნიზება და შემდეგ კიევში გაგზავნა მოხდება.