ოჰაიოს შტატის პოლიციის ოფიცრებმა, რომლებიც მილუოკიში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის უსაფრთხოებას იცავდნენ, მოკლეს კაცი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დანებით იყო შეიარაღებული და სხვა ადამიანზე თავდასხმას ცდილობდა. იუწყება CNN
მილუოკის პოლიციის უფროსმა ჯეფრი ნორმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიცრებმა დაინახეს, რომ ორი დანით შეიარაღებული კაცი უიარაღო კაცს ეკამათებოდა და ჩარევა გადაწყვიტეს.
ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა პოლიციის მოტხოვნას და თავს დაესხა მეორე კაცს, რის შემდეგაც ხუთმა ოფიცერმა ცეცხლი გახსნა, შედეგად თავდამსხმელი დაიღუპა.
ნორმანმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ორი დანა იპოვეს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ინციდენტი რესპუბლიკელების ყრილობას არ უკავშირდებოდა.
პოლიციელების ქმედებას ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკა მოჰყვა. მათ პოლიციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.
"ორი დღეც არ გასულა, რაც კონფერენციას ვატარებთ და უკვე გვყავს მსხვერპლი. ნუთუ ეს შესაძლებელია? და გამოიცანით, როგორც ყოველთვის, არანაირი პასუხი პოლიციისგან, არანაირი გამჭვირვალობა, არავითარი ანგარიშვალდებულება”, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა“.