ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვამ განაცხადა, რომ ევროკომისიას არ შეუძლია იურიდიულად ჩამოართვას უნგრეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა, მაგრამ შეუძლია ორბანის პოლიტიკას ბოიკოტი გამოუცხადოს.
„არ არსებობს ამის გაკეთების საჭიროება მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ღიად ვაჩვენოთ, რომ არ ვეთანხმებით ბატონი ორბანის პოლიტიკას და ეტაპობრივად ვემზადებით პოლონეთის პრეზიდენტობისთვის, რომელიც იწყება ახალი წლის შემდეგ ", - განაცხადა იუროვამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქმედებების მიუხედავად, ვიქტორ ორბანი ვერ შეძლებს ზიანი მიაყენოს ევროკავშირს.
„უნგრეთის პრეზიდენტობა იმ დროს უწევს, როდესაც საბჭო არ მიიღებს რაიმე საკვანძო გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ ვართ საკანონმდებლო პერიოდის დასაწყისში, ინსტიტუციებში მანდატების ცვლილებების პერიოდში “, - ამბობს იუროვამ.