შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა წითელ ზღვაში თავდასხმა ორ სავაჭრო გემზე - Bentley I-ის ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან ჩინეთში მცენარეულ ზეთი გადაჰქონდა და Chios Lion-ის ნავთობის ტანკერზე.
ამერიკელი სამხედროების თქმით, Bentley I არ დაზიანებულა, მსხვერპლი არ ყოფილა და მან შეძლო გზის გაგრძელება. ამასთან, თავდასხმის შედეგად დაზიანდა Chios Lion, თუმცა არავინ დაშავებულა.
ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუტისებმა აიღეს. ბოლო თვეების განმავლობაში ისინი გემებს არაერთხელ დაესხნენ თავს წითელ და ხმელთაშუა ზღვაში ბალისტიკური რაკეტების, თვითმფრინავების და უპილოტო კატარღების გამოყენებით.
დაჯგუფების სამხედრო ფრთის სპიკერმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ თავდასხმები განხორციელდა ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების საპასუხოდ.