ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის თანახმად, 16 ივლისიდან ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილები ლატვიაში ვეღარ შევლენ.
ლატვიამ ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების ქვეყანაში შესვლა აკრძალა. ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის თანახმად, 16 ივლისიდან ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილები ლატვიაში ვეღარ შევლენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად.
აკრძალვა არ გავრცელდება დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე.