ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა და მისმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ალარ კარისს ორშაბათს, 15 ივლისს წარუდგინეს.
კალასი თანამდებობას მას შემდეგ ტოვებს, რაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.
კალასი მთავრობის მეთაურად დარჩება მანამ, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება. ის პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. მომდევნო დღეებში კალასი დატოვებს რეფორმის პარტია თავმჯდომარის პოზიციასაც.
კაია კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის იანვრიდან იკავებდა.