გაბიტაშილი არის ივანიშვილის მორიგი მარიონეტი, რომლის დანიშვნითაც არაფერი არ იცვლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა გენერალური პროკურორის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ნიკლოაშვილის თქმით, გაბიტაშვილი გააგრძელებს ივანიშვილის დავალებების მორჩილად შესრულებას.
„ეს ადამიანი არის ივანიშვილის მარიონეტი, რომლის დანიშვნითაც არაფერი არ იცვლება იქიდან გამომდინარე, რომ შეასრულებენ ივანიშვილის დავალებებს და გააგრძელებენ იმას, რასაც უკეთებენ ამ დრომდე ჩვენს ქვეყანას -დაგვაშორონ ევროინტეგრაციის გზას, ისევ სცემონ ქუჩაში ახალგაზრდები, კვლავ დაარბიონ ეს ადამიანები, პოლიტიკოსებს სასტიკად გაუსწორდებიან და კვლავ არავინ არ დაისჯება. ეს არის კიდევ ერთი კადრი, რომელიც ამ დავალებებს შეასრულებს, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ სულ რაღაც სამი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამ თანამდებობებს, რასაც ახლა ივანიშვილი საკუთარ გუნდს უნაწილებს. ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე და 26 ოქტომბერს მათ გადანაცვლებებს ყველანაირი აზრი დაეკარგება.“- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა