თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ტურისტების გემი დაიწვა. მედიის ცნობით, ოთხი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აღნიშნულია, რომ 20-მეტრიან ხომალდს ცეცხლი დაუდგენელი მიზეზით გაუჩნდა.
მედიის ინფორმაციით, ტურისტების ნაწილი ცეცხლმოკიდებული გემიდან გადახტა, ნაწილი კი ახლომდებარე იახტების, გემების და სანაპირო დაცვის ეკიპაჟებმა გადაარჩინეს“
გემიდან 39 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ოთხი დაზარალებული, რომლებმაც დამწვრობა მიიღს, ჰოსპიტალიზებულია. ცეცხლი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ჩააქრეს.