აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს. ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხელისუფლებამ იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობა კაცის მანქანაში, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკვლას“, - იუწყება გამოცემა გამოძიების შესახებ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ეჭვმიტანილის მანქანა პენსილვანიაში, ტერიტორიის სადაც ტრამპის მხარდამჭერი მიტინგი იმართებოდა, მახლობლად იყო გაჩერებული.
ამასთან, ABC News -ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შაშხანა, რომელიც ტრამპზე თავდასხმისთვის 20 ლსი კაცნა გამოიყენა, ლეგალურად იყო შეძენილი. ტელეარხის ცნობით, იარაღის „კვალი“ ეჭვმიტანილის მამამდე მიდის.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. ის სახის არეში დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმედ დაიჭრა.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის ლიკვიდირებულია.