გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში - ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ შტატში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გერმანული Südwest Presse გამოცემა ავრცელებს.
შემთხვევა ლაუტლინგენის კომუნაში მოხდა.
გამოცემის წინასწარი მონაცემებით, კაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა. „სავარაუდოდ, გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. შემთხვევის ადგილზე პოლიციის დიდი კონტინგენტი მუშაობს“, - წერს გამოცემა.
ასევე, წინასწარი ინფორმაციით, კაცმა მომხდარის შემდეგ თავი მოიკლა.
დანაშაულის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოცემა Bild აღნიშნავს, რომ პოლიციამ რამდენიმე დაღუპულისა და დაშავებულის ფაქტი დაადასტურა. გამოცემის ცნობით, ვარაუდობენ, რომ დანაშაული მონადირემ ჩაიდინა.