იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ X-ზე დაწერა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლის შესახებ ინფორმაციებს და იმედოვნებს, რომ დიალოგი და პასუხისმგებლობა სიძულვილსა და ძალადობაზე გაიმარჯვებს.
„შეშფოთებით ვადევნებ თვალს ამბებს პენსილვანიიდან, სადაც ესროლეს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიტინგის დროს, გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას, იმ იმედით, რომ მომდევნო თვეებში საარჩევნო კამპანიის დროს, დიალოგი და პასუხისმგებლობა სიძულვილსა და ძალადობაზე გაიმარჯვებს“, - წერს მელონი.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსროლელი განეიტრალებულია.