უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე სროლის შემდეგ, მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ამ მძიმე წუთებში ჩემი ფიქრები და ლოცვები პრეზიდენტ ტრამპთანაა“ - წერს ორბანი. Х-ზე.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსროლელი განეიტრალებულია.