უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისს შეხვდა.
ზელენსკის თქმით, შეხვერაზე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა, ნაღმების გაწმენდისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება, ასევე ისაუბრეს სამშვიდობო სამიტის შედეგებზე გადაწყვეტილების განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე და განიხილეს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებულიბავშვთა საკითხისადმი მსოფლიო ყურადღების გაზრდის მიზნით საჭირო ძალისხმევა.
"მადლობა ირლანდიას შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის მხარდაჭერისთვის! მადლობა პრემიერ მინისტრს დიდი პ ყურადღებისთვის და ბავშვების სახლში მიყვანის მცდელობებში ჩართულობისთვის!" - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.