პირველად 40 წლის განმავლობაში, ოლიმპიურ თამაშებს ტელევიზიით არ აჩვენებენ,
ბოლოს ოლიმპიური თამაშები რუსეთში არ იყო ნაჩვენები, როდესაც სსრკ-მ ბოიკოტი გამოუცხადა 1984 წელს ლოს-ანჯელესის თამაშებს.
პორტალ Sports.ru-ს ინფორმაციით, მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია ოლიმპიადის ჩვენება დროშისა და ჰიმნის გარეშე სატელევიზიო არხების "პერვის" და "როსსია -1"-ს ეთერში.
ამასთან. „კომსომოლსკაია პრავდა“ წერდა, რომ ოლიმპიური შეჯიბრებების ტრანსლაციის უფლების შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს Match TV-ი და vk holding-ი აწარმოებდნენ. თუმცა, აპრილში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს რუსეთში ოლიმპიადის ჩვენების უფლების მფლობელი, “ტელეპორტის” ხელმძღვანელი, პიტერ მაკარენკო.