სლოვაკეთში მუსიკალურ ფესტივალზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემთხვევა ტრენჩინის აეროდრომზე მოხდა, სადაც ძლიერმა ქარმა ფესტივალისთვის მოწყობილი კარვები დაშალა. კარვებში ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან 34 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.