სამხრეთ კორეა პირველად მსოფლიოში, სამრეწველო წარმოებაში უშვებს დაბალფასიან ლაზერულ იარაღს, რომელიც დატესტილია მცირე დრონების ეფექტურად ჩამოგდებაზე. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის შესყიდვის პროგრამის ადმინისტრაციამ (DAPA) განაცხადა.
დრონების განადგურების სისტემა Block-I-ს „ზუსტად შეუძლია მცირეზომის უპილოტო საფრენი აპარატების და მულტიკოპტერების ახლო მანძილზე გამადგურება“, - ნათქვამია DAPA-ს პრესრელიზში.
ცნობილია, რომ თითოეული გასროლა მხოლოდ $1,50 ეღირება. ეს არის 40,000 დოლარის „ტამირის“ რაკეტაზე იაფი, რომელიც გამოიყენება ისრაელის „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემისა და კომპანია Raytheon-ის“მიწა-ჰაერის“ კლასის „სტინგერის“ რაკეტებისთვის, რომლის (ერთეულის) ღირებულება 480 000 დოლარია.
DAPA-ს ცნობით, მოწყობილობის ზომებია 9 x 3 x 3 მეტრი და ის ისვრის ლაზერული იმპულსებით, რომელთა აღმოჩენა გასროლამდე რთულია, ან საერთოდ შეუძლებელი.
”ის არის უხილავი და ჩუმი, არ საჭიროებს ცალკეულ საბრძოლო მასალას და შეუძლია იმუშაოს ელექტროენერგიის მეშვეობით”, - ნათქვამია DAPA-ს განცხადებაში. მომავალი ვერსიები შეიძლება შეიქმნას ბევრად უფრო დიდი სამიზნეებისთვის, მათ შორის თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტებისთვის.
პრესრელიზის თანახმად, ეს რევოლუციური დანადგარი რადიკალურად შეცვლის "თამაშის წესებს" ბრძოლის ველზე. DAPA ასევე აპირებს განავითაროს Block-II ლაზერული საზენიტო სისტემა გაზრდილი სიმძლავრით და უფრო შორი მოქმედების დიაპაზონით.