ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესაზღვრეებს უფლებას აძლევს დაბლოკონ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლების შესვლა, რომლებიც მიემგზავრებიან რუსეთიდან ან მისი გავლით.
პარლამენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში 1300-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა, რის გამოც ჰელსინკი იძულებული გახდა საზღავრი დაეხურა.
ფინეთის განცხადებით, რუსეთი მიგრაციას იყენებს იარაღად, რათა ხელი შეუწყოს სირიელ და სომალელ მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთაში.
კრემლი ამ განცხადებას უარყოფს.
ჰელსინკი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ხელს უწყობს საზღვარზე მიგრანტების გადასვლას ფინეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ.
ფინეთმა რუსეთთან სახმელეთო საზღვრები გასული წლის მარტიდან
დახურა.