აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და აშშ-ის პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ პირად საუბრებში გამოხატეს შეშფოთება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესაძლებლობის შესახებ, დაამარცხოს დონალდ ტრამპი არჩევნებში.
ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით CNN იუწყება.
„ობამამ და პელოსიმ გამოხატეს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად რთული გახდა პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპის დამარცხება“, - ნათქვამია მედიის ინფორმაციაში.
ამავდროულად, წყაროებმა განუცხადეს CNN-ს, რომ ობამა და პელოსი აკვირდებიანდა ელიან, რომ ბაიდენი მიიღებს გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებს სურთ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამარცხება და ამიტომ სთხოვენ ობამას ან პელოსს, დაეხმარონ მათ ამის მიღწევაში.
მანამდე ამერიკულმა პორტალმა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პელოსი შესაძლოა გახდეს ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაარწმენებს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პელოსის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა აქვს. პორტალი წერს, რომ ამ ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბაიდენის პოტენციურ გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას საარჩევნო რბოლაზე.