მოსკოვის რეგიონში სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ი ჩამოვარდა.
რუსული მედია ოპერატიული სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევა კოლომენსკის რაიონში მოხდა. თვითმფრინავი საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა გეგმიური რემონტის შემდეგ.
თვითმფრინავი ტყეში ჩავარდა და მიწაზე შეჯახების შემდეგ აფეთქდა.
ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ, თვითმფრინავში მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იყო. სამივე დაიღუპა.
ტელეგრამ-არხების ცნობით, თვითმფრინავი ავიაკომპანია „გაზპრომავიას“ ეკუთვნოდა. ის ლუხოვიცის ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა.