კანადამ F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის 389 მილიონი კანადური დოლარი (280 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) გამოყო
ამის შესახებ უკრაინული მედია კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მფრინავების მომზადებას, ასევე უკრაინის მიერ F-16-ის ტიპის გამანადგურებლების უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის კრიტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფას.
ტრუდოს ოფისმა ასევე გაასაჯაროვა უკრაინისთვის მანამდე გამოცხადებული სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი.
„{პაკეტი} მოიცავს დაახლოებით 444 მილიონ აშშ დოლარს კანადის თავდაცვის უწყებისთვის, რათაუკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდოს სამხედრო აღჭურვილობა, დახმარება და შეიარაღებული ძალების სწავლებისთვის ხარჯები, ასევე 56 მილიონ დოლარზე მეტი ნატო-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს უკრაინის უსაფრთხოების აღდგენის მხარდასაჭერად, ასევე ნატო-ს ოპერატიულ თავსებადობასთან უკრაინის გადასვლის ხელშესაწყობად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ტრუდომ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, დამატებითი პაკეტი 500 მილიონი კანადური დოლარის ოდენობით (350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი).