აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ხუთშაბათს, 11 ივლისს, დაადასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის 225 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფის შესახებ.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უზრუნველყოფილი იქნება PDA (Presidential Drawdown Authority) მექანიზმით, რომელიც ითვალისწინებს იარაღის მიწოდებას უშუალოდ აშშ-ის არმიის საწყობებიდან.
პაკეტი შეიცავს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთ ბატარეას, რომელიც ჯო ბაიდენმა ადრე გამოაცხადა.
პაკეტი ასევე შეიცავს NASAMS-ისა და HIMARS-ის სისყემებისთვის საბრძოლო მასალებს, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, TOW-ის რაკეტებს, Javelin-ის და AT-4-ისტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, მცირე იარაღის საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას.