„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს, უმ ჰუდაიფას ერაყის სასამართლომ სიკვდილით მიუსაჯა. იუწყება BBC
ის 2018 წელს თურქეთში დააკავეს, სადაც სხვისი სახელით ცხოვრობდა. 2024 წლის თებერვალში იგი ექსტრადირებული იქნა ერაყში, სადაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ტერორიზმის ბრალდებით.
ბაღდადის სისხლის სამართლის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ორგანიზაციისათვის დახმარებასა და იეზიდი ქალების დატყვევებაში.
ბრალდებულის ადვოკატს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი უმ ჰადაიფას სიკვდილით დასჯაზე და უცნობია აქვს თუ არა დაცვის მხარეს გასაჩივრების შესაძლებლობა.
ერაყის ციხიდან BBC-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, უმ ჰუდაიფამ აღიარა, რომ 2014 წლის ზაფხულში მისმა ქმარმა ცხრა იეზიდი გოგონა და ქალი მიიყვანა სახლში, მაგრამ მან თქვა, რომ მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა ქმრის ქმედებებზე.
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ სისასტიკეების შედეგად ისლამისტებმა ათასობით ეთნიკური იეზიდი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დახოცეს.
თუმცა, BBC-მ შეძლო მოეძებნა რამდენიმე მსხვერპლი, რომლებიც გადაურჩნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მონობას და აცხადებდნენ, რომ უმ ჰუდაიფა თანამონაწილე იყო იეზიდი ქალების ტყვეობაში.
”ის იყო პასუხისმგებელი ყველაფერზე. მან არჩევანი გააკეთა - ეს ემსახურებოდა მას, ის ემსახურებოდა ქმარს. ის „ილსამური სახელმწიფოს“ ლიდერმა საკუთარ სახლში მიიყვანა. ის არის კრიმინალის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი და ისიც მასავით კრიმინალია, - განუცხადა BBC-ის ერთ-ერთი დატყვევებულის დამ, რომელიც
ბოლო წლებში ერაყის სასამართლოებმა ასობით სასიკვდილო განაჩენი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს კაცებსა და ქალებს, რომლებიც დაკავებულები არიან „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის“.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები ხშირად ნაჩქარევად ტარდება და ხშირად წამების დროს აღებულ აღიარებებს ეფუძნება.
უმ ჰუდაიფა იყო ალ-ბაღდადის პირველი ცოლი იმ პერიოდში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა „ისლამური სახელმწიფოს“ ოპერაციებს ერაყსა და სირიაში.
2019 წელს, რეგიონში დაჯგუფების სამხედრო დამარცხებიდან რანდენიმე თვის შემდეგ, აშშ-ის ძალებმა რეიდი ჩაატარეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, ალ-ბაღდადის სამალავში, სადაც ის იმალებოდა ოჯახის ზოგიერთ წევრთან ერთად.
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა, რომელიც ერთ-ერთ გვირაბში იყო ჩარჩენილი, ასაფეთქებელი თავი აიფეთქა. ამ მომენტში ალ-ბაღდადთან ერთად მისი ორი შვილიც იმყიფებოდა. სროლის დროს ალ-ბაღდადის ოთხი ცოლიდან ორი დაიღუპა.
უმ ჰუდაიფა იმ დროს იმყოფებოდა თურქეთის სამხრეთში, სადაც გამოგენოლი სახელით ცხოვრობდა. ის მალევე დააკავეს. მიმდინარე წლის თებერვალში კი ერაყში გადაიყვანეს და საპატიმროში მოათავსეს.