"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო მეგობრისგან აღარაფერი დატოვა.
მისი თქმით, მიუხედავად ხელიუფლების ქმედებებისა, დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მყარია.
წინა საარჩევნო პერიოდში ზედიზედ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის შეერთებული შტატებიდან. მათ შორის სტუმარი, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების საკითხებზე. ცალსახად არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ამერიკისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა. ჩვენ კი ფორმალურად გვქვია სტრატეგიული პარტნიორი შტატების, მაგრამ ამ სტრატეგიული პარტნიორისგან აღარაფერი აღარ დატოვა "ოცნებამ". მაგრამ მიუხედავ ამისა, ისინი გვიყურებენ, აინტერესებთ ამ ქვეყნის ლიბერალური დემოკრატიის განვითარება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოვიდა. ინფორმაციასა ზეია პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს.
როგორც უზრა ზეია ამბობს, თბილისში ჩამოვიდა იმისთვის, რათა ხაზგასმით აღნიშნონ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქართველი ხალხისადმი.