ცნობილი ამერიკელი მსახიობი და დემოკრატიული პარტიისთვის თანხების შეგროვების ერთ-ერთი ორგანიზატორი ჯორჯ კლუნი აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის წერს New York Times-ის მოსაზრებაში, რომლის სათაურია: "ჯორჯ კლუნი: ჯო ბაიდენი მიყვარს, მაგრამ ახალი კანდიდატი გვჭირდება".
პუბლიკაციაში მსახიობი საკუთარ თავს "უვადო დემოკრატს" უწოდებს და იხსენებს, რომ მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა დემოკრატი კანდიდატების საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხების შეგროვებაში. კლუნის თქმით, ის სამი კვირის წინ შეხვდა ჯო ბაიდენს და მიხვდა, რომ ეს ადამიანი აღარ ჰგავდა 2010 წლის ან თუნდაც 2020 წლის ბაიდენს.
მსახიობის თქმით, "ეს ყველაფერი ასაკს ეხება" და სხვა არაფერს. ის დარწმუნებულია, რომ თუ დემოკრატიული პარტია არჩევნებზე ჯო ბაიდენთან ერთად წავა, მას ვერ მოიგებს.
როგორც მსახიობმა პუბლიკაციაში ხაზგასმით აღნიშნა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ბევრი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ის „დროსთან ბრძოლას ვერ მოიგებს“.
„მე მიყვარს ჯო ბაიდენი, როგორც სენატორი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი. მე მას მეგობრად მივიჩნევ, მჯერა მისი, მისი ხასიათის და მორალის. ბოლო ოთხ წელში მან ბევრი ბრძოლა მოიგო, რასაც შეეჩეხა. ერთადერთი ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებს, არის ბრძოლა დროის წინააღმდეგ“, – წერს კლუნი