პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონური მხარე არ ჩამოაგდებს უკრაინის გავლით მისი მიმართულებით მოძრავ რუსულ რაკეტებს, თუ არ იქნება ნატო-ს შესაბამისი გადაწყვეტილება.
კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი ხანია გამოთქვამს იმედს პოლონეთის მონაწილეობის შესახებ მისი საჰაერო სივრცის დაცვაში, თუმცა ვარშავა შესაბამის გადაწყვეტილებებს მარტო არ მიიღებს.
„თუ ალიანსი არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, მაშინ პოლონეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები“, - დასძინა მან.
პოლონელმა მინისტრმა დასძინა, რომ ნატოში ასეთი კონსენსუსი არ არსებობს და მიუთითა თეთრი სახლის პოზიციაზე, რომელიც აცხადებს, რომ არ სურს კონფლიქტის ესკალაცია.
რა თქმა უნდა, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რაკეტებთან დაკავშირებით განსხვავებული პროცედურებია, ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა კიევთან უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთი მოუწოდებს ნატო-ს განიხილოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების და თვითმფრინავების შესაძლო ჩამოგდებაში მონაწილოების საკითხი.