ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი საქართველოში იმყოფებოდა. მასთან ერთად რუსთაველის თეატრში გადაღებული ფოტო და ვიდეო, კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„საქართველოს საქმიანი ვიზიტით სტუმრობს უდიდესი ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი კევინ სპეისი.
კევინ სპეისი ფაულერი, დაიბადა 26 ივლისს, 1959 წელს, ის ჰოლივუდის უდიდესი არტისტია. ცნობილია თავისი ნამუშევრებით თეატრალურ სცენაზე და დიდ ეკრანზე, მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ორი „ოსკარი“, ასევე BAFTA, ოქროს გლობუსის ჯილდო, ტონის ჯილდო და ლოურენს ოლივიეს ორი ჯილდო, ასევე ნომინირებულია 12-ჯერ ემის ჯილდოზე. კევინ სპეისი 2015 წელს დასახელდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის საპატიო რაინდის მეთაურად. მისი გამორჩეული ნამუშევრებია, ბანქოს სახლი, შვიდი, ამერიკული სილამაზე, ბეიბი დრაივერი, ეჭვმიტანილები და ა.შ. დაგველოდეთ“,- დაწერა დავით ოქრიტაშვილმა.
კევინ სპეისთან ერთად გადაღებული ფოტო "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემაც გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მსახიობმა საქართველო უკვე დატოვა.
9 ივლისს ამერიკელი მსახიობი სომხეთის დედაქალაქში, ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრო.